png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კოლუმბიელმა დიპლომატებმა ვენესუელა ფეხით დატოვეს

  • მსოფლიო
  • 25.02.2019
  • 13:50
კოლუმბიელმა დიპლომატებმა ვენესუელა ფეხით დატოვეს

სამმა კოლუმბიელმა კონსულმა ოჯახებთან ერთად ვენესუელა დატოვა. დიპლომატებმა სან-ანტონიოში საზღვარი პოლიციელების თანხლებით ფეხით გადაკვეთეს.

ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 23 თებერვალს განაცხადა და კოლუმბიელ დიპლომატებს უბრძანა ქვეყნა 24 საათის განმავლობაში დაეტოვებინათ.

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გარდა, მადურომ კოლუმბიის საზღვართან სამხედროების განთავსების ბრძანება გასცა.

ვენესუელისა და კოლუმბიის საზღვარზე  სამართლადმაცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინდიცენტის შედეგად დაშავდა 335 ადამიანი. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მომხრეები ცდილობდნენ ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი შემოეშვათ, რომლის მიღებაც ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს კატეგორიულად არ სურს. მადურო მიჩნევს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი არ არსებობს და ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა პროვოკაციას წარმოადგენს.

კრიზისის ფონზე მადურომ კოლუმბიის გარდა დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-სთანაც გაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი ვენესუელის საზღვარს ბრაზილიის მხრიდან მიუახლოვდა. ვენესუელისა და კოლუმბიის საზღვარზე ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული მანქანები დაწვეს. მოგვიანებით კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ ბრძანება გასცა ვენესულისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება უკან დაებრუნებინათ.

კოლუმბიასთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ კარაკასის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მოსაზღვრე ქალაქ კუკუტაში ასობით ვენესუელელია დარჩენილი, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ჩაკეტილია ყველა სასაზღვრო ხიდი. ისინი ვენესუელაში გადასვლას მდინარის მეშვეობით შეეცადნენ. მიგრანტებს შეურთდა პროტესტანტთა ჯფუფები, რომლებიც ვენესუელის ხელისუფლებისგან ჰუმანიტარული ტვირთის მიღებას მოითხოვენ.

ვენესუელის ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრმელსადენი გაზი გამოიყენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge