png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საია - საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია

  • სამართალი
  • 13.12.2015
  • 12:14
 საია - საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია

2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროს აფეთქების შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა. აფეთქების შედეგად არქეოლოგიური ობიექტის შეუქცევადი განადგურება დაიწყო. გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ გასული წლის დეკემებრის თვეში მომხდარ ფაქტს და აღვნიშნოთ შემდეგი.

  • 2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უკანონო აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე, წინ უძღოდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევებით მიიღეს.მიუხედავად დარღვევების მაშტაბისა, არც სამინისტროში და არც სააგენტოში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა;
  • დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვა, თუ როგორ შეძლეს უაღრესად სწრაფად ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლების მინიჭება. 2014 წლის 12 დეკემბერს განვითარებული მოვლენები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გადაწყვეტილებები ბევრად ადრე იყო მიღებული და 2014 წლის 12 დეკემბერს, მხოლოდ ფორმალურად მოხდა მათი გაფორმება. ამასთან, დაჩქარებული ტემპი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებული დარღვევები აჩენს მასში არასათანადო ჩარევების, მათ შორის შესაძლო კორუფციული გარიგებების ეჭვს.
  • იუხედავად ოფიციალური მიმართვისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტზე ამ დრომდე არ ახორციელებს ეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებს, რაცგამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასა და ხელიუსფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს;
  • აქვე უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვით ადრე იმავე ორგანომ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.
  • 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულმა დაუსაბუთებელმა განჩინებამ, რომლის საფუძველზეც არ იქნა შეჩერებული საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლების მიცემის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არქეოლოგიური ობიექტის საბოლოო განადგურებას. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ 2015 წლის 4 თებერვალს მიღებული განჩინება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

საიას კვლავაც მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების (მათ შორის პირველ რიგში მაღალი თანამდებობის პირების) პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილებდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურების საქმეში. ასევე, საქართველოს პროკურატურამ უნდა ჩაატაროს დროული და ეფექტური გამოძიება და გამოავლინოს ყველა ის პირი, რომლებიც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უკანონო აფეთქებასთან არიან დაკავშირებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge