png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

  • საზოგადოება
  • 18.02.2019
  • 15:35
იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი"  და საქართველოს  პროკურატურა ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან  თანამშრომლობას  განაგრძობენ. პროექტის - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისათვის“ ფარგლებში, იმიტირებული პროცესები ამჯერად  ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, რომელშიც N17-ე, N21-ე და N24-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს  პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის შესახებ. სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში კი - მოსწავლეებს პრაქტიკული სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგები ჩაუტარდათ, რომლებსაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ თათელიშვილი და დიანა წიქორაძე ხელმძღვანელობდნენ.

პროექტში ნაფიც-მსაჯულებად ქალაქ ქუთაისის  N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ქუთაისის ამერიკულ კუთხეში მათ ჩაუტარდათ  შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ნაფიც-მსაჯულთა უფლებების და მოვალეობების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი" და „საუკეთესო ადვოკატი" დასახელდნენ. კონკურსში ქუთაისის N21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები, მედლები და  ქუთაისის ამერიკული კუთხისგან სასაჩუქრე წიგნის ვაუჩერები გადაეცათ. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, საქართველოს პროკურატურის, ქუთაისის ამერიკული კუთხის და  სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge