png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს

  • ეკონომიკა
  • 11.12.2015
  • 18:01
საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

 შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნა, ქვეყნებს შორის გააქტიურებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც, მნიშნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა,ტურისტების რაოდენობა, ინვესტიციები. 2015 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველო თურქმენეთს შორის  სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 63 პროცენტითაა გაზრდილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს „აღმოსავლეთ - დასავლეთის" გაზსადენის პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის, როგორც  სატრანზიტო ქვენისთვის, ამ გაზსადენის ამუშავება ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირების წინაპირობას ქმნის.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ე.წ. „სამხრეთის გაზის დერეფნის" აქტიურ მონაწილე მხარეს, რომლის სრულმასშტაბიანი ამოქმედებისათვის თურქმენეთის ნახშირწყალბადებისრესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს.

აქედან გამომდინარე, საქართველო სრულად უჭერს მხარს მიმდინარე წლის მაისში მიღებულ „აშხაბადის დეკლარაციას" და მიესალმება ტრანს-კასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნითევროკავშირის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნას.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის" გზა" თურქმენეთსა და საქართველოს შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

პრეზიდენტმა  ხაზი გაუსვა, პროექტის «Lapis Lazuli» მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ავღანური მხარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს,საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო, სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტური რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისარაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საჩუქრად კავკასიური ნაგაზი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთისრესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან დაყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან  და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge