png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? - ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრს

  • საზოგადოება
  • 08.02.2019
  • 10:34
მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? - ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრს

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დედამისს, განათლების სამინისტრომ მორალური სასამართლო მოუწყო. მისი თქმით, საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

“არ მოგატყუებთ და დღემდე, ამ სხდომამდე, მქონდა იმედი, რომ (განათლების მინისტრი) ან შეცდომას დაარქმევდა ამას, ის იტყოდა, რომ კანონი დაარღვიეს მისმა მოხელეებმა და, შეიძლება, ის ამას გამოიკვლევდა, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ მთელ ამ პროცესზე ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტად რომ მორალური სასჯელი იყო. ის სასჯელი, რომელიც მან ვერ გადაიტანა”, - აღნიშნა შენგელიამ.

მისი თქმით, ია კერზაისათვის, რომელიც 35 წელზე მეტს ხანს ემსახურებოდა გნათლების სისტემას, ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, თუ როგორ დაუნდობლად ექცეოდა ეს სისტემა.

„ის არის ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა განათლების სისტემას... მისთვის ყველაზე მძიმე ზუსტად ეს მორალური და ემოციური ნაწილი აღმოჩნდა, რომ თქვენ, თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა ერთერთ ყველაზე ღვაწლმოსილ ადამიანს, ვინც ზუგდიდში ცხოვრობს. მან ვერ აიტანა ზუსტად თქვენგან ის, რომ მას ასე დაუნდობლად ექცეოდა სისტემა...ვთხოვ მინისტრს, რომ მან ამ ორ დანაშაულზე პლუს მორალური პასუხისმგებლობაც აიღოს და კარგად დაფიქრდეს იმაზე, რაც დღეს თქვა.

მან თქვა რამდენიმე რაღაც, რაც რეალობა არ ყოფილა... სამეგრელოში იციან თქმა, თქვენი ხელიდან მკვდარიაო, თქვენი ხელიდან გათავისუფლებული იყო ის, რადგან 49-ე მუხლით უარის შემდეგაც შეგეძლოთ გათავისუფლება და იმას ნუ დაგვამადლით, ერთი კვირა კომაში რომ იყო ადამიანი და კომიდან რომ არ გაათავისუფლეთ, ეს არის ძალიან მძიმე მორალური პასუხისმგებლობა, ძალან მკაფიო სამართლებრივი კაზუსი და დილემა თქვენი, რომ დაიწყოთ გამოძიება”, - თქვა ბაჩანა შენგელიამ და განათლების მინისტრს მიმართა:  „ყველას, ვინც მორალზე საუბრობთ, მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?“ - თქვა ბაჩანა

 ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge