png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს - IPM

  • საზოგადოება
  • 04.02.2019
  • 17:15
ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს - IPM

ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას IPM აქვეყნებს. ზამთარი ვირუსების სეზონია და როგორც ცნობილია, ინფექციების გამომწვევი მიკრობების დიდი ნაწილი დაუბანელი ხელების მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ
რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ხელების დაბანა დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა.

IPM-მა საქართველოს მასშტაბით 1000 რესპონდენტ გამოკითხა და დაინტერესდა თუ რა ინტენსივობით მიმართავდნენ თვითმოვლის ამ აქტივობას და რა დროს ხარჯავდნენ ხელის დაბანის პროცედურაზე.

აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა იბანს ხელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, ხოლო 40,5%-ი ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ.

"თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, როცა ხელის დაბანა აუცილებელი ხდება (გარედან სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ და შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და სხვ.), აშკარაა, რომ ხელის დაბანის ასეთი სიხშირე საკმაოდ დაბალია", აცხადებენ IPM-ში.

ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე. ეს ხანგრძლივობა რეკომენდებულ დროსთან შედარებით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის რეკომენდაციით, ხელების დაბანას სულ მცირე, 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.

ჯამში, ხელის და პირის დაბანაზე ადამიანი, საშუალოდ, 4.2 დღეს ხარჯავს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს თითქმის 198 დღე ხელ-პირის დაბანაში აქვს გატარებული. 2006 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს დრო 12 წლის წინ 13 დღით ნაკლები იყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge