png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 01.02.2019
  • 17:20
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრით დაიწყო.

კომისიის თავმჯდომარე მიესალმა ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ასევე მომხდარზე სამართალდამცავი უწყებების რეაგირებას. ამასთანავე, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა იმ შესაძლო კავშირზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სახის დანაშაულსა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას შორის არსებობს.

კომისიის სხდომაზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

სოფო ჯაფარიძემ კომისიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. საბჭოს საქმიანობის ანგარიში გააცნო კომისიის წევრებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ირინე ფრუიძემაც.

კომისიის სხდომაზე განიხილეს 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ-ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ეროვნული რეფერალური მექანიზმის განახლება, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მოძალადეებისთვის ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების ჯგუფის მუშაობის გაუმჯობესება.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს კომისიის სხდომებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის საკითხი.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის ასევე იყო ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის (COMBI) გაცნობა და “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ პროექტის შედეგების პრეზენტაცია.

სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო აქტივობებზე, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმში ანგარიშების წარდგენას უკავშირდება.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge