png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა აირჩეს -NDI

  • საზოგადოება
  • 30.01.2019
  • 13:48
გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა აირჩეს -NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 85% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხის მეირ, პირდაპირი არჩევნების წესით უნდა აირჩეს. 11% კი თვლის, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ. 

ეს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებია, ხოლო 2017 წლის აპრილში, გამოკითხული მოსახლეობის 84% თვლიდა, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მომხდარიყო. 9% კი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს უნდა აერჩიათ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნები იყო, როდესაც პრეზიდენტი ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევნების წესით აირჩა. მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტს არა ხალხი, არამედი 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს. 

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ, არ გაითვალისწინა არც მათი და, როგორც ჩანს, არც ხალხის პოზიცია. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge