png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყება

  • საზოგადოება
  • 29.01.2019
  • 12:47
უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყება

მიმდინარე წელს დედაქალაქში ერთი ხიდის რეაბილიტაცია და ასევე, ერთი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელება დაიწყება, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება.

„ქალაქისთვის მასშტაბური და საინტერესო პროექტი იგეგმება -  უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია. ეს არის ორწლიანი პროექტი. 2019-ში დავიწყებთ და 2020-ში დასრულდება. ყველამ იცის მაღლივის წითელი საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ და ის ერთ-ერთი სანიმუშო ადგილია. აღნიშნული პროექტი კი ამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. ეს იქნება საავტომობილო ხიდი, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებას განტვირთავს. საავტომობილო ხიდი საფეხმავლო ხიდთან თანხვედრაში იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეაბილიტაციაც იგეგმება.

„ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვეძახით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ოთხი მილიონი ლარი დაჯდება. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წარმოდგენილი პროექტების გარდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც დაახლოებით 5 თვეს გასტანს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge