png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ოთარ დანელიამ სოფლის განვითარების ხედვა საჯარო განხილვისთვის წარმოადგინა

  • საზოგადოება
  • 11.12.2015
  • 13:11
 ოთარ დანელიამ სოფლის განვითარების ხედვა საჯარო განხილვისთვის წარმოადგინა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა საჯარო განხილვისთვის წარმოადგინა. სოფლის განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესამუშავებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ყველა ის უწყებამ, რომელიც სოფლის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთვება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სოფლად ცხოვრების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტი შეიქმნას, რისთვისაც აუცილებელია ყველა შესაბისი უწყების ჩართულობით შემუშავდეს ერთიანი ხედვა, შემდგომ სტრატეგია და განხორციელების სწრაფი ვადები.

„პირველ რიგში აუცილებელია ერთიანი პოლიტიკა შემუშავდეს ყველა იმ უწყების მიერ, რომლებიც სოფლის განვითარების კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებენ. მოგეხსენებათ, სოფლის განვითარება მრავალ მიმართულებას გულისხმობს და მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სოფლის მეურნეობაა. არაერთი უწყების მიერ სოფლის განვითარების მრავალი პროექტი ხორციელდება. ამ პროექტების ერთიანი ხედვით, ერთიანი სტრატეგიით განხორციელება დასახულ მიზნამდე უფრო სრაფად და ეფექტიანად მიგვიყვანს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით გაიმართა.

კონფერენციაზე სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის  პირველადი ვერსია განიხილეს.

დოკუმენტი სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება:

  1. საქართველოში სოფლის მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე განათლების, ჯანდაცვისა და დემოგრაფიული მიმართულებებით
  2. კონკრეტული მიდგომები, აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს სოფლის განვითარების ხედვისა და მიზნების განსახორციელებლად
  3. ყველა იმ უწყების ჩართულობის მნიშვნელობა, რომლებსაც სოფლის განვითარების პროცესის მხარდაჭერა შეუძლიათ

აღნიშნული დოკუმენტის განხილვისა და შემდგომი მსჯელობის შედეგად, შემუშავდება რეკომენდაციები სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის. მიღებული დოკუმენტი საფუძვლად დაედება სოფლის განვითარების სტრატეგიას,  რომელიც უახლოეს მომავალში შემუშავდება.

კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციების ხელმძღვანელი კაიდო სირელი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge