png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსები იმოძრავებენ

  • საზოგადოება
  • 11.12.2015
  • 12:46
თბილისში  გაზზე  მომუშავე  ავტობუსები იმოძრავებენ

მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ერთეული ავტობუსის შემოყვანა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში, "მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით, მომავალი წელი ორი პროექტით იქნება გამორჩეული, რომელთაგანაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთ სწორედ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტია. ნარმანიას განცხადებით, უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები და დედაქალაქს ავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ევრო გამოეყო.
"უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები. მათ თბილისისათვის 30 მილიონი ევრო გამოყვეს სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად. შეძენილი იქნება 150 ერთეული ავტობუსი, რაზეც ტენდერი გამოცხადდება და მოხდება ფასების დადგენა", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
"მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების და მერიაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებიან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მერიაში აცხადებენ, რომ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია "რემისიასთან" ერთად შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მოიცავს პროექტებს ტრანსპორტის, შენობების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მწვანე სივრცეების განვითარების სექტორში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge