png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკავშირი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს მხარს უჭერს

  • პოლიტიკა
  • 24.01.2019
  • 11:17
ევროკავშირი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს მხარს უჭერს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

მოგერინის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეას, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი უდგას სათავეში.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს, ვენესუელაში მყისიერი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების დაწყებას, რაც გამოიხატება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში.

ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეას, როგორც დემოკრატიულად არჩეულ ინსტიტუტს და ითხოვს მისი უფლებამოსილების სრულად აღდგენასა და პატივისცემას. ასამბლეის ყოველი წევრის, მათ შორის მისი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს სამოქალაქო უფლებები და უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული.

ევროკავშირისთვის მიუღებელია ვენესუელის სამართალდამცავების მხრიდან ძალიან გადამეტება დემონსტრანტების მიმართ, ვინაიდან ვენესუელელ ხალხს აქვს უფლება მშვიდობიან დემონსტრაციების გზით გამოხატოს პროტესტი, აირჩიოს ლიდერები და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ევროპული გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ვენესუელაში დემოკრატიისა და კანონის  უზენაესობის აღდგენას, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისა“, - ნათქვამი განცხადებაში, რომელიც ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ კარაკასში მიმდინარე აქციაზე თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს საქართველომ, აშშ-მა, ბრაზილიამ, კოსტა-რიკამ, პარაგვაიმ, გვატემალამ და პერუმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge