png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

  • პოლიტიკა
  • 23.01.2019
  • 10:28
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. ასამბლეამ კენჭი უყარა "ევროპული საქართველოს" ინიციატივით შემუშავებულ მაგნიტსკის სიის რეზოლუციასთანდაკავშირებულ შესწორებას, რომლითაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მიემხრო. ინიციატივა სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა. 

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და ოთოხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას, რომელიც სანქციებს აწესებს დამნაშავეებზე და იმ პერსონებზე, რომლებიც ხელს აფარებენ ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს,"- ნათქვამია ტექსტში. 

“რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელია ტერიტორიაზე განვითარებულ სამართლებრივ საკითხებზე, მაგრამ ის სრულიად უმოქმედოა. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, მათი მძევლად ყოფნა, მათი ოჯახებისთვის გამოსასყიდის მოთხოვნა ყოველდღიურ ბიზნესად იქცა.

"უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა და წამება ყოველ კვირას ხდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოველგვარი გამოძიების, სამართლისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი მსხვერპლის სახელს ატარებს, არის სია მიზნობრივი სანქციებისთვის, მათ წინააღმდეგ ვინც კლავს, აწამებს და იტაცებს ადამიანებს ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისგების გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესწორება სრულად შეესაბამება ამ რეზოლუციის სულისკვეთებას,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge