png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხელისუფლების პოზიცია, რომ ჯერ ეკლესიამ თქვას და მერე ჩვენ ვიტყვით, მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის რუსეთის აზრი უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინის მიღწევები - დავით ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 16.01.2019
  • 14:02
ხელისუფლების პოზიცია, რომ ჯერ ეკლესიამ თქვას და მერე ჩვენ ვიტყვით, მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის რუსეთის აზრი უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინის მიღწევები - დავით ბაქრაძე

„პოზიცია, რომ ჯერ ეკლესიამ თქვას და მერე ჩვენ ვიტყვით, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ხელისუფლების სრულ უსუსურობაზე ან იმაზე, რომ მათთვის რუსეთის აზრი უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინის მიღწევები. ხელისუფლებას ჩვენი გასავლელი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამჯერადაც იმალება და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს,– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიას საკუთარი პოზიცია აქვს და საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ჩვენ ეკლესიის გადაწყვეტილებაში ვერასდროს ვერ და არ ჩავერევით. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსებს და საქართველოს მოქალაქეებს, უფლება გვაქვს, ჩვენი აზრი გვქონდეს. უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია შეესაბამება არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესსაც, ამიტომ ვულოცავთ ჩვენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ეს კანონიკური მილოცვა არ არის“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

დეპუტატის შეფასებით, კანონიკურ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი და საქართველოს ეკლესია მიიღებს.

„როგორ შეიძლება, ვინმეს ჩვენთვის საქართველოს ავტოკეფალია არ მოელოცა და ეთქვა, რომ უნდა დაველოდო, რას იტყვის რუსეთის პატრიარქი და მერე მოგილოცავთ ქართველებს ავტოკეფალიასო. სწორი იქნებოდა ხელის გაშვერა ეკლესიისკენ და დამალვა?“ – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge