png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანა დოლიძემ სამხედროს შვილი მიუნხენის კლინიკაში მოინახულა

  • თავდაცვა
  • 10.12.2015
  • 16:57
ანა დოლიძემ სამხედროს შვილი მიუნხენის კლინიკაში მოინახულა

გერმანიაში საქმიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ლუკა კეკიშვილი მოინახულა, რომელიც შპს მიუნხენის მუნიციპალურ კლინიკაში მკურნალობს. 5 წლის ლუკა კეკიშვილის ოჯახმა კლინიკას დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის მიზნით მას შემდეგ მიმართა, რაც მოზარდს საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს.

ბავშვის მამა, კაპიტანი მამუკა კეკიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I მსუბუქ ქვეით ბრიგადაში მსახურობს. სამხედრო მოსამსახურემ დახმარებისათვის თავდაცვის, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებსა და გერმანიის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას მიმართა.

პაციენტის საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საერთო ღირებულებამ 31 500 ევრო შეადგინა. სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში, თავდაცვის უწყებამ ოფიცრის შვილის მკურნალობა 16 500 ევროთი დააფინანსა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ლუკა კეკიშვილის დასახმარებლად 5 000 ევრო გამოყო, ხოლო, გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია BILD hilft e. V„Ein Herz für Kinder“-მა - 10 000 ევრო გადარიცხა.

ლუკა კეკიშვილი მიუნხენის მუნიციპალურ კლინიკაში თითქმის ერთი კვირაა მკურნალობს. პაციენტი ანა დოლიძესთან ერთად „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა დიმიტრი ცქიტიშვილმაც მოინახულა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge