png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უთხარით ნენსის და ჩაკს, რომ მიგრანტებს მხოლოდ კედელი შეაჩერებს - დონალდ ტრამპი

  • მსოფლიო
  • 15.01.2019
  • 17:29
უთხარით ნენსის და ჩაკს, რომ მიგრანტებს მხოლოდ კედელი შეაჩერებს - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰონდურასიდან მიგრანტების ახალი ქარავანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განაცხადა, რომ, მათი შეჩერება მხოლოდ კედელს შეუძლია და „შათდაუნის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიგრანტების ახალი ქარავანი ჰონდურასის ქალაქ სან-პედრო-სუადან აშშ-სკენ მიემართება. მიგრანტების რაოდენობა უცნობია, ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ მათი რიცხვი 500-ს შეადგენს.

 „დიდი ახალი ქარავანი ჰონდურასიდან ჩვენს სამხრეთ საზღვარს უახლოვდება, უთხარით ნენსის (წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი - რედ.) და ჩაკს (დემოკრატიული პარტიის ლიდერი სენატში ჩაკ შუმერი - რედ.), რომ ირგვლივ მფრინავი დრონი მათ ვერ შეაჩერებს. მხოლოდ კედელი იმოქმედებს. მხოლოდ კედელი ან ფოლადის ღობე დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. შეწყვიტეთ პოლიტიკური თამაშები და შეწყვიტეთ შათდაუნი“, - წერს ტრამპი Twitter-ში.

აშშ-შ რიგი უწყებები მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, იუსტიციის, ტრანპორტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები 22 დეკემბრიდან შეზღუდული რეჟიმით მუშაობენ.

 „შათდაუნის“ მიზეზი პრეზიდენტსა და დემოკრატიულ პარტიას შორის უთანხმოება გახდა სამხერეთ საზღვარზე უსაფრთხეობის ზომების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ტრამპი, რომლისთვისაც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა წინასაარჩევნო დაპირება იყო, კედლის მშენებლობისთვის მოითხოვს 5,7 მლრდ დოლარის გამოყოფას და წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. დემოკრატები, რომლებამც ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, მზად არიან მხოლოდ 1,3 მლრდ დოლარი გამოყონ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge