png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „რუსთავი 2-მა“ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

  • საზოგადოება
  • 15.01.2019
  • 12:44
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „რუსთავი 2-მა“ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მედიასაშუალებამ საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადა მასალა, რომელიც ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში იძულებით დაბრუნებას ეხებოდა. კომენტარში ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი აცხადებდა, რომ ქართველების დეპორტაციის საკითხი ირლანდიის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან დეკემბერში შეათანხმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მივლინებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ტელეკომპანიას შეეძლო, დაეზუსტებინა − იმყოფებოდა თუ არა თეა წულუკიანი ირლანდიაში გასული წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, კომენტარი ეთერით ისე გადაიცა, რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და არ უცდია გადამოწმება, იმყოფებოდა თუ არა ირლანდიაში თეა წულუკიანი გასული წლის დეკემბერში. შედეგად, „რუსთავი 2-ის“ მაყურებელმა მოისმინა ცრუ ინფორმაცია თეა წულუკიანის ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც არ შემდგარა, და ამ არარსებული ვიზიტისას განხილულ საკითხებზე.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ თეა წულუკიანის ბოლო ვიზიტი ირლანდიაში შედგა 2014 წლის 8-9 მაისს. მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ არ ჩათვალა საჭიროდ  იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფაქტის გადამოწმება და ტელევიზიის მაყურებელმა ეთერიდან მოისმინა ცრუ ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge