png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

“ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობა მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

  • საზოგადოება
  • 10.12.2015
  • 15:46
“ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობა მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

“ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობა მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ, 11 დეკემბერს სასტუმრო "ბეტსი"-ში გაიმართება, სადაც საქართველოს მცირე და დიდი კავკასიონის რეგიონებში სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ კვლევის წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.


ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება დაესწრება, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში და მათი სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში.


"აღნიშნული კვლევის შედეგები წარმოგვიდგენს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს საქართველოს მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებში. კვლევა განახორციელა სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა", რომელსაც ოქსფამი ახორცილებს საქართველოსა და სომხეთში.


კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოს მთიანეთში არსებული მდგომარეობა სასურსათო უსაფრთხოების და კვების უსაფრთხოების კუთხით; ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შეფასება სურსათის წარმოებისა და სურსათზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. კვლევამ უნდა აჩვენოს თუ როგორი მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობში არასრულფასოვანი/არაჯანსაღი კვების მხრივ და როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები მოსახლეობის მიერ სურსათის წარმოების შესაძლებლობაზე.

კვლევამ დაფარა 3 რეგიონი, რომლებიც ესაზღვრებიან მეზობელ სახელმწიფოებს (რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი); 1. დიდი კავკასიონის მთების დასავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტეტები (მესტიის და ონის მუნიციპალიტეტები) 2. დიდი კავკასიონის მთების აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (ყაზბეგის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები) და 3. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე მუნიციპალიტეტები (ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, დმანისი, ხულო, ქედა და შუახევი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.


მთის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება და ემსახურება მთის მნიშვნელობაზე ცნობადობის გაზრდას, მთის განვითარების გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენას და საერთაშორისო ალიანსების შექმნას, რომელიც მთის მაცხოვრებლების ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებას შეიტანენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge