png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის და ლიტვის პროფკავშირებმა წარადგინეს

  • საზოგადოება
  • 10.12.2015
  • 15:17
ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების  პან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის და ლიტვის პროფკავშირებმა წარადგინეს

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის  პან-ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები 15 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ამ პოსტზე კენჭს ევროპის ხუთი ქვეყნის წარდგინებით იყრის, რომლებმაც პროცედურულად ოფიციალური მიმართვა კონფედერაციის სამდივნოს უკვე გაუგზავნეს.

მხარდაჭერის წერილი საქართველოს პროფკავშირების ლიდერმა ათზე მეტი ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის პროფკავშირებიდან. პეტრიაშვილს ღია მხარდაჭერას ბალკანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც უცხადებენ.

პროფკავშირების კონფედედრაციის პან ევროპული ორგანიზაცია, ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს აერთიანებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კუთხით, ასეთი მაღალი რანგის, საპატიო თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში ეს არა მარტო საქართველოს პროფკავშირების, არამედ ქვეყნის დიდი მონაპოვარიც იქნება, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მიმართ ევროპის ინტერესს, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის.

ასეთ მაღალ საერთაშორისო თანამდებობაზე, პეტრიაშვილის წარდგენა კი თავისთავად უკვე ნიშნავს საქართველოს პროფკავშირები სკიდევ უფრო დიდ საერთაშორისო აღიარებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge