png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს - მიხეილ ბატიაშვილი

  • საზოგადოება
  • 27.12.2018
  • 11:46
ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს - მიხეილ ბატიაშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს და მხოლოდ განცხადებების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, ცვლილებები ანალიზის საფუძველზე განხორციელდება. „საჭირო იყო მნიშვნელოვანი ანალიზი. პირველ რიგში, რა მოგვიტანა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, რა ხარვეზები გააჩნია მას, რა მიმართულებით შეიძლება მისი გაუმჯობესება, რა როლი უნდა დაიკავოს რეფორმების ფარგლებში ეროვნულმა გამოცდებმა. გვინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო დაფუძნებული სპონტანურ გადაწყვეტილებებზე. ამაში ჩართული გვყავს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ამ დროისთვის მიმდინარეობს სისტემის შეფასება და ცვლილებები სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე განხორციელდება“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების მოდელი, რომელსაც სამინისტრო წარმოადგენს, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული იქნება.

„ამ ცვლილებებზე საუბარი საჭიროა სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაც. მოდელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, იქნება შეთანხმებული ყველა მხარესთან, ანალიზებზე დაფუძნებული და რაც მთავარია, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. ცვლილებები ნამდვილად იქნება ამ კუთხით. იქნება მაქსიმალური ბმა გამოცდებსა და სკოლის პროგრამას შორის, აბიტურიენტს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი მასალის სწავლა. ცვლილება შეეხება დამამთავრებელი კლასის ე.წ CAT-ის გამოცდებსაც. ჩვენ სისტემა უნდა განვიხილოთ ერთიანად. გვაქვს სკოლა, სკოლის გამოცდები, ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტი, სისტემა ისე უნდა ავაწყოთ, რომელიც პირველ რიგში იქნება ბალანსზე და არ იქნება იმაზე, რომ მოსწავლეებს სკოლის პროგრამის გარეთ დამატებითი მასალის სწავლა უხდებოდეთ. პირველ რიგში, გამოცდები იქნება ორიენტირებული იმ პროგრამაზე, რომელიც სკოლაში ისწავლება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გაუქმდეს სკოლის დამამთავრებელი ე.წ CAT-ის გამოცდები, მინისტრი პასუხობს, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა მოდელზე მუშაობს.

„ბევრი ვერსია არსებობს, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რომელიც CAT-ისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებას შეეხება, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, შედეგებზე ორიენტირებული და ცვლილებებში, რომელსაც წარმოვადგენთ, გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge