png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს ვერ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.12.2018
  • 16:32
მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს ვერ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი

თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ. გვრიტიშვილს ვგულისხმობ, რომელთანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განხილვის დროს სერიოზული ხარვეზები, კანონდარღვევები ფიქსირდებოდა იმ წლებში, როცა ჩემს ორგანიზაციას ადამიანების წარმომადგენლობა უწევდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სია რა ფორმითაც იქნა წარდგენილი, მისთვის მისაღები არ არის.

„ჩემთვის ამ პროცესში ორი რამ არის პრობლემური: ერთია მთლიანად პროცესი, რადგან ქვეყნისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება უმნიშვნელოვანესია. ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ არანაირი პროცედურა არ არსებობდეს და საზოგადოების მხრიდან არანაირი აღქმა არ იყოს ღია პროცესის, ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ფორმით წარმოდგენილ სიასთან პრობლემა მაქვს. მეორეა კონკრეტული გვარები, რომლებიც სიაში არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთ მათგანზე ჩემი მოსაზრება 2012 წელს მაქვს დაფიქსირებული და აზრი არ შემიცვლია. თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ. გვრიტიშვილს ვგულისხმობ, რომელთანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განხილვის დროს სერიოზული ხარვეზები, კანონდარღვევები ფიქსირდებოდა იმ წლებში, როცა ჩემს ორგანიზაციას ადამიანების წარმომადგენლობა უწევდა. სია რა ფორმითაც იქნა წარმოდგენილი, მისაღები არ არის. ვერ გეტყვით, კენჭისყრა ჩატარდება თუ არა კვირის ბოლოს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ცოტა მეტ დროს გამოიყენებს. პროცედურები მაქსიმალურად მალე უნდა შევქმნათ, რომ ასეთი გაუგებრობები მომავალში თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge