png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 26.12.2018
  • 12:10
„სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია  - კახა კალაძე

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება, ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევს 28-ში, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა.

„დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება „გუფი ლენდის“ კონცერტი  და შოუს გააგრძელებს დიჯეი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ყველა საახალწლო ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია მომდევნო დღეებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. 

„31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება გალაკონცერტი, ხოლო 13 იანვარს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნინო ქათამაძეს. 29 დეკემბერს გაიმართება თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი; 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს, კვლავ რესპუბლიკის მოედანზე. ყველა ღონისძიება იქნება საახალწლო სოფელში.

ძალიან ხშირად გვწერენ, რატომ არ არის ღონისძიებები სხვადასხვა რაიონებში. ჩვენ შარშან სამ ლოკაციაზე გვქონდა საახალწლო კონცერტი: ევროპის მოედანზე, ვარკეთილსა და გლდანში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა წარმოდგენილი იყო ცენტრში, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს და ვარკეთილში ცოტა მეტი. ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით, გვსაყვედურობდა, რომ ახალი წელი არის იმისთვის, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება. წელს, 31 დეკემბერს, გეპატიჟებით ყველას მთავარ ნაძვის ხესთან, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ ახალი 2019 წლის შემობრძანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge