png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ

  • პოლიტიკა
  • 10.12.2015
  • 14:22
გიორგი მარგველაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ

ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, 1948 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, რომელიც ადამიანის უნივერსალურ და საყოველთაო უფლებათა დაცვას პოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს ამოცანად აცხადებს. ამ დღის უკან კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორია, მრავალი საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა ძალისხმევა  დგას.

ადამიანის უფლებები უმთავრესი ეთიკური პრინციპებია, რომლებიც მარადიულ ფასეულობებად აცხადებს ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობას - მათ შორის ყველა განსხვავებათა მიუხედავად.

"საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.

თუმცა, სამწუხაროდ, ჯერაც არ ვართ თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. მსგავსი მოვლენები რომ ავიცილოთ თავიდან, კვლავ ბევრი მუშაობა გვმართებს.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა იმგვარად, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ურყევი რწმენა - მათი უფლებების არც ერთი დარღვევა არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. საჭიროა ხელისუფლების კონსოლიდირებული მუშაობა უფლებათა დარღვევის სოციალურ, ეკონომიკურ, ყველა სხვა წინაპირობათა აღმოსაფხვრელად.

ამასთან, საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ საქმეს. უნდა გავითავისოთ,  რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც.

ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ. ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge