png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხელისუფლების ამოცანაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხი გააქროს რადარებიდან, რასაც ვერ მიაღწევს - კაპანაძე

  • პოლიტიკა
  • 25.12.2018
  • 12:41
ხელისუფლების ამოცანაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხი გააქროს რადარებიდან, რასაც ვერ მიაღწევს - კაპანაძე

მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხი გააქროს რადარებიდან, ამ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველო" წარადგენს დადგენილების პროექტს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებას შეეხება.

"დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „ევროპული საქართველო“ წარადგენს დადგენილების პროექტს, რომელიც ეხება ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებას. ეს რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის მიღებული და გადაგზავნილი როგორც შსს-ში, ასევე პროკურატურაში, ჯერ შესრულებული არ არის. შს მინისტრმა გასულ კვირას გვითხრა, რომ პრაქტიკულად პასუხი არ აქვს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ პარლამენტში მივიღოთ დადგენილება, რომელშიც სამი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია იქნება ცალკე გამოყოფილი და მოვუწოდოთ პროკურატურას და შს სამინისტროს, რომ ამ სამი რეკომენდაციის შესრულებაზე წარადგინოს ანგარიში პარლამენტში. ეს სამი რეკომენდაციაა - მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მირზა სუბელიანის ქმედებების მიმართ გამოძიების დაწყება და შსს-ს და პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის გაყალბებაში. ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტში ამ სამ კონკრეტულ საკითხზე ცალკე იყოს განხილვა და ამას ეხება დადგენილებაც. დღეს განხილვა იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ ეს საქმე მივა პლენარულ სხდომამდე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ ეს თემა გააქროს რადარებიდან, ამ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge