png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

  • პოლიტიკა
  • 24.12.2018
  • 13:15
თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, დღევანდელ სხდომას არ წავიყვან და არც კენჭისყრაში მივიღებ მონაწილეობას, – ამის შესახებ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

„სხდომაში დღეს არ მივიღებ მონაწილეობას. კანონით არის გათვალისწინებული, რომ სხდომაში მონაწილეობა და ხმის მიცემა შემიძლია, მაგრამ არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, არ წავიყვან დღევანდელ სხდომას და კენჭისყრაშიც არ მივიღებ მონაწილეობას“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

უკვე ცნობილია, რომ სხდომაში არ მიიღებს მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე.

„სხდომა არის ფორმალური. ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი. სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ“,- განაცხადა დავით კირთაძემ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ცესკო-ს წევრები თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა, კანდიდატმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისგან ხმების ორი მესამედი მიიღოს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კომისიის წევრები თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებენ, არჩევანის გაკეთება უკვე კანონმდებლებს მოუწევთ. საქართველოს პარლამენტი ვალდებული იქნება, პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შვიდი დღის ვადაში აირჩიოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge