png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 20.12.2018
  • 13:35
ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები - კახა კალაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ცხადია, თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეეხო და არ ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოხერხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. პრემიერმა ასევე ისაუბრა რეფორმაზე განათლების მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება.

„ერთ-ერთი არის ახალი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე. უახლოეს დღეებში გამოცხადებული იქნება პროექტზე ტენდერი და წლის ბოლომდე გვექნება სრული ინფორმაცია, მონაცემები პროექტის შესახებ და დავიწყებთ განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge