png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შს მინისტრი ჯორჯიის შტატის სამართალდამცველებს შეხვდა

  • სამართალი
  • 10.12.2015
  • 13:24
 შს მინისტრი ჯორჯიის შტატის სამართალდამცველებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი თავის ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში აგრძელებს. გიორგი მღებრიშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჯორჯიის შტატის ქობის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის იმიტირებულ სასწავლო სოფელს ეწვია.
ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის არსებობს „დაძმობილების“ პროგრამა, რომელიც სამხედრო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებს მოიცავს.
იმიტირებული სოფელი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ის პოლიციის ბაზაზეა მოწყობილი და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. იმიტირებულ დასახლებულ პუნქტში მოზარდებს საგანგებო სიტუაციების პრევენციას ასწავლიან და მართვის პრაქტიკულ ჩვევებს უვითარებენ.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, ატლანტის გზებზე პატრულირება პირადად განახორციელა. „ჩემთვის დანაშაულის და უბედური შემთხვევების პრევენციის მთავარი პირობა ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენი სამინისტროს ხედვაა, რომ კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა მოხდეს საბავშვო ბაღის, სკოლის ასაკიდან. აშშ-ს პოლიციას მდიდარი გამოცდილება აქვს, როგორც საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების და დანაშულთან ბრძოლის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით. ჩემი სურვილია, საქართველოს პოლიცია მუდმივად განვითარების პროცესში იყოს, დაინერგოს ნოვაციები, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს მუშაობას. ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკელი კოლეგების ცოდნის გაზიარება. მოგეხსენებათ, ჩვენს სამინისტროს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჯორჯიის შტატთან. ამ მეგობრობის და თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ეს ნაყოფიერი პროცესი მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს შს სამინისტროსა და ჯორჯიის შტატის სამართალდამცველებს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა მრავალი სასწავლო ვიზიტი და გაცვლითი პროგრამა, ათობით ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა სამართალდაცვით სფეროში: კრიმინოლოგია, კრიმინალისტიკა, პროფესიული განვითარება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, პატრულირება, მენეჯმენტი/მართვა, სპეც. იარაღების გამოყენება, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და სხვა.
აშშ-ი საქართველოს შს მინისტრის ვიზიტით ადგილობრივი მედიასაშუალებები დაინტერესდნენ და მინისტრისგან პირადად მიიღეს ინფორმაცია ვიზიტის დეტალებზე. მინისტრმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების წარმატებულ თანამშრომლობაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge