png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინმა ისევ ილაპარაკა ჩემზე ამჯერად, ხო? - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.12.2018
  • 10:57
პუტინმა ისევ ილაპარაკა ჩემზე ამჯერად, ხო? - მიხეილ სააკაშვილი

ვინ გითხრათ, რომ უფრო კომფორტულ ზონაში ვარ, ვისზე ლაპარაკობთ? ბოდიში, პუტინმა ისევ ილაპარაკა ჩემზე ამჯერად, ხო? მთავარი პრობლემა და ყოველდღიური დარტყმის ობიექტი პუტინისთვის ვრჩები მე, არა ვიღაც სხვა, მე, რატომ? იმიტომ, რომ პუტინისთვის ჩემი მოქმედება საქართველოში არის ყველაზე დიდი საფრთხე, ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ ჩართვისას.

სააკაშვილს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ჰკითხა, გუნდის წევრებს, რომლებიც ადგილზე იბრძვიან, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აყენებს უფრო კომფორტული ზონიდან გაკეთებული შეუთანხმებელი განცხადებებით.

“მე ვარ ამ ბრძოლის წინა ხაზი, ვინ გითხრათ, რომ უფრო კომფორტულ ზონაში ვარ, ვისზე ლაპარაკობთ? ბოდიში, პუტინმა ისევ ილაპარაკა ჩემზე ამჯერად, ხო? მთავარი პრობლემა და ყოველდღიური დარტყმის ობიექტი პუტინისთვის ვრჩები მე, არა ვიღაც სხვა, მე, რატომ? იმიტომ, რომ პუტინისთვის ჩემი მოქმედება საქართველოში არის ყველაზე დიდი საფრთხე, ეს არის ფაქტი” , - თქვა სააკაშვილმა.

რაც შეეხება თანაგუნდელების უხერხულობას, სააკაშვილმა თქვა, რომ ყველამ თავისი უხერხულობა თუკი ვინმეს რამე რჩება, მათ თავისთვის უნდა შეინახონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კოლექტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ყველამ თავისი უხერხულობა თუკი ვინმეს რამე რჩება, ეს მათ თავისთვის უნდა შეინახონ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მათი პროგნოზი, ვინც იძახოდა, რომ სააკაშვილი დამთავრდა 2012-ში, დავამტკიცეთ 2016-ში, რომ შანსი არაა, ნაციონალური მოძრაობა შენარჩუნდა, მერე 2018-ში ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, მოვიგეთ და რა თქმა უნდა, მე ამაში აქტიურად ვიყავი ჩართული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ამას მთავარ დამსახურებად არ ვითვლი, რადგან მთავარი გმირები ჩვენი არიან არა ლიდერები, არამედ ჩვენი აქტივისტები და ყველა ჩვენგანი არის ვალში მათ წინაშე“, - თქვა სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge