png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისში მძიმე მდგომარეობაა შავ ფიჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც მთლიანად დაავადებულია - მაია ბითაძე

  • საზოგადოება
  • 19.12.2018
  • 14:40
თბილისში მძიმე მდგომარეობაა შავ ფიჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც მთლიანად დაავადებულია - მაია ბითაძე

დედაქალაქის მერია დაავადებული ფიჭვების გეგმიურ სანიტარულ ჭრას ახორციელებს. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ხეების განკურნება უკვე დაგვიანებულია.

„ზოგადად, თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით შავ ფიჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც მთლიანად ამორტიზებული და დაავადებულია. პრაქტიკულად, ფიჭვების ყველა კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და სამწუხაროდ, განკურნებას არ ექვემდებარება. ამაზე არსებობს რეკომენდაციები ჩვენი ესპანელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცოტა ხნის წინ სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში. ჩვენი გეგმაა მთლიანად მწვანე საფარის განახლება როგორც ფერდობებზე, ასევე, ურბანულ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, დაავადების მასშტაბები ძალიან დიდია და სანიტარული ჭრები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„მასშტაბი ძალიან დიდია, რაც უკვე ვიზუალურადაც ჩანს. შესაბამისად, სანიტარული ღონისძიებები როგორც წელს, ასევე, მომდევნო წელსაც არის დაგეგმილი. საუბარია ათი ათასობით ხეზე, რომელიც როგორც ურბანულ გარემოში, ისე თბილისის სატყეო უბნებში იქნება მოჭრილი, თუმცა იმ პროგრამით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გეგმავს, თითოეული ხის ნაცვლად დაირგვება ახალი ხე, იმ სტანდარტით, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge