png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკმა "Meliora 2018"-ის ჯილდოები დაიმსახურა

  • ბიზნესი
  • 18.12.2018
  • 13:11
საქართველოს ბანკმა "Meliora 2018"-ის ჯილდოები დაიმსახურა

"საქართველოს ბანკმა" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად გაიმართა და პირველივე ჯერზე საქართველოს ბანკმა ორი ჯილდო მიიღო. საქართველოს ბანკი CSR -ის სფეროში განხორციელებული საინტერესო ინიციატივებისთვის დაჯილდოვდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის “გზად”. დამგზავრების აპლიკაცია ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა. გზად აპლიკაცია კოლეგებს გარემოზე ზრუნვის, პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და ერთად კომფორტულად მგზავრობoს შესაძლებლობას აძლევს, რაც მოძრაობის განტვირთვაზეც პოზიტიურად აისახება. ასევე, საქართველოს ბანკს CSR -ის შესახებ წარმოებული კომუნიკაციისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. CSR-ის სფეროში განხორციელებული შთამბეჭდავი ინიციატივებისათვის კი მადლობის სიგელი მიიღო.

„საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მოწოდებულია იზრუნოს საკუთარი მომხმარებლის, დასაქმებულის და საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. ბანკი წლებია ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვას, სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებას, განათლების ხელშეწყობას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და შშმ პირთა დასაქმებას. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ. მინდა მივულოცო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს ეს გამარჯვება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა, რადგან გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან (მათ შორის: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. კონკურსი ითვალისწინებდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტების გამოვლენას ადგილობრივი და საერთაშორისო კატეგორიის ჟიურის მიერ, 9 ნომინაციაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge