png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს

  • ბიზნესი
  • 11.12.2018
  • 17:15
„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს

„გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის ერთადერთ სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყობა. მთის საერთაშორისო დღის  ფარგლებში კი  „გალტ ენდ თაგარტმა“ სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა. „გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს  სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

„მოხარულები ვართ, რომ როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა მთის საერთაშორისო დღის აღვნიშვნაში.  ასევე, გვსურდა მადლობა გვეთქვა იმ პედაგოგისთვის, რომელიც არ ტოვებს სოფელ ყანობს  და ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე. გვინდოდა დასამახსოვრებელი გაგვეხადა მოსწავლეებისთვის ეს დღე და გაგვეკეთებინა მათთვის საჩუქარი. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის სკოლაში კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა მოვაწყოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება“,- განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის: მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა. მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge