png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

  • ბიზნესი
  • 10.12.2018
  • 11:18
საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი, კახაბერ (კახა) კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში თავის პოსტს დატოვებს. სამეთვალყურეო საბჭო ამ პერიოდში გამოაცხადებს ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას. კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა, მანამდე კი მან კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში, კახა ასევე იკავებდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს 10 წლის განმავლობაში.

კახა კიკნაველიძის საქართველოს ბანკში, გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნისას, განხორციელდა და დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. საინვესტიციო და საბანკო აქტივების წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ - საქართველოს ბანკი 100%-ით ფოკუსირებულია საბანკო საქმიანობაზე და 2019 წლისთვის დასახული აქვს ამბიციური გეგმები და სტრატეგია. რაც ნიშნავს, რომ ბანკი კიდევ უფრო აქტიურად იმოქმედებს ბაზარზე, საინტერესო ცვლილებებით - წარმატებისა და წინსვლისთვის.

„ყველაზე მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან BGEO-სთან საქართველოს ბანკის წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ კახა კიკნაველიძემ შეძლო, საქართველოს ბანკს მიეღწია მისი ძირითადი მიზნებისათვის. ეს არის მაღალი ფინანსური მაჩვენებლები და დაკრედიტების ზრდა, მნიშვნელოვანი კორპორაციული თუ ნორმატიული ცვლილებების ფონზე. საქართველოს ბანკის სამეთავლყურეო საბჭომ კახა კიკნაველიძესთან ერთობლივი განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სწორედ ახლა არის სწორი დრო, რათა არჩეული იქნას ახალი გენერალური დირექტორი, ბიზნესის ახალ საფეხურზე ასაყვანად. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას და მომგებიანობის შენარჩუნებას. მინდა მადლობა გადავუხადო კახას მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული პროექტებისთვის. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის განვითარებაში და მის წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ის რჩება ჩვენთან და შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე“,- განაცხადა ნილ ჯანინმა, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.  „ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ბანკის წარმატებული ისტორიის ნაწილი და მეხელმძღვანელა შესანიშნავი გუნდისთვის, 2 წლის განმავლობაში. საქართველოს ბანკი გამოირჩევა სამეწარმეო კორპორატიული კულტურითა და მაღალპროფესიული კადრებით. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ბანკის  სამომავლო განვითარების დიდი საფუძველი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ ადამიანს ვისაც საქართველოს ბანკის გუნდის წევრი ჰქვია და ვუსურვო წარმატება!“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge