png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 07.12.2018
  • 11:14
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს, 1.3 ჰა ფართობზეა გაშლილი და მომხმარებლებს სრულ, მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ულტრა თანამედროვე დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს დაიმლერის მოთხოვნეს და სტანდარტებს, რომლის ანალოგიც მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ჩვენ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს და სივრცეებს სადაც, კერძოს სექტორს საშუალება აქვს კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. Mercedes Benz-ის განახლებული ავტოსალონის და სერვის ცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯამში საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

“ჩემთვის დიდი პატივია Daimler-თან 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ამასთან ერთად Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრის გახსნა. ეს არის ისტორიული დღე მერსედესისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს, იმ კონტრიბუციისთვის, რაც ჩვენს მხადასაჭერად განახორციელა, ეს არის კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითი”,- განაცხადა მაკა ასათიანმა, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელმა.

ინფორმაციისთვის:  Mercedes-ის სერვის ცენტრი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. ახლადგახსნილი ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს - ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრებით, რომლებიც მომხმარებლებს მათთვის საჭირო დახმარებას უმოკლეს დროში აღმოუჩენენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge