png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • ბიზნესი
  • 21.11.2018
  • 12:22
განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პარტნიორობის შედეგად მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება - ისინი კლავაც ძველი ტარიფებით შეძლებენ მედიათეკის აბონემენტების შეძენას. გაზრდილი სამუშაო საათებისთვის საჭირო ფინანსებს საქართველოს ბანკი გამოყოფს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს ფლობენ, მედიათეკის სერვისებზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ის წლების განმავლობაში ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამაზე მეტყველებს განათლების მიმართულებით ბანკის მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. ჩვენ, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, გვსურს, ხელი შევუწყოთ საბიბლიოთეკო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას. მედიათეკის სერვისები ერთდროულად საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისა თუ კითხვის მოყვარული ადამიანებისთვის. ჩვენც გვსურს, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს ამ სერვისებით ხანგრძლივად სარგებლობის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„მედიათეკა არის და რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ სივრცედ თბილისში, სადაც მომხმარებელს შეუძლია საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობა, შეხვედრების ოთახის, საკონფერენციო დარბაზების გამოყენება, ღონისძიებებზე დასწრება და არაერთ პროგრამაში ჩართვა. მედიათეკის კომფორტულ, თანამედროვე სივრცეში ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად სამუშაოდ ან სამეცადინოდ მოდიან. დღეიდან კი მედიათეკა ხდება პირველი დაწესებულება თბილისში, რომელიც შუაღამემდე მუშაობს და ამავდროულად ყველაზე ხელმისაწვდომია” - განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის: 21 ნოემბრამდე მედიათეკის ვაკის ფილიალის 11:00-დან 21:00-მდე მუშაობდა. სამუშაო დროის გახანგრძლივებისთვის საჭირო რესურსების მოძიება მომხმარებლების თხოვნისა და რეკომენდაციების შედეგად განხორციელდა. თბილისის მედიათეკების ვაკის ფილიალი თვეში საშუალოდ 3000 ადამიანს მასპინძლობს. ვაკის მედიათეკა მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობს საბიბლიოთეკო სერვისსა და კომფორტულ სივრცეს კითხვისა და მუშაობისთვის. გარდა ამისა, მომსახურების პაკეტში შედის პრინტერითა და სკანერით სარგებლობა.  ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერის მიზნით კი, მედიათეკის მომხმარებელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედებით სარგებლობა  შეუძლია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge