png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რომან გოცირიძე: ორ კურდღელს იჭერენ - პარტიისთვის მრევლის ხმებს, ცალკეული წევრებისათვის ფულს

  • კომენტარები
  • 25.09.2015
  • 09:42
რომან გოცირიძე: ორ კურდღელს იჭერენ - პარტიისთვის მრევლის ხმებს, ცალკეული წევრებისათვის ფულს

ბობოყვათის რეზიდენცია არის ჩვენი ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო ობიექტი, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო ადრე თუ გვიან, - ასე ეხმიანება ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის საპატრიარქოსთვის გადაცემის ფაქტს.

”როცა აჭარის ოდიოზური მმართველი ამბობს, რომ მყიდველი ვერ მოიძებნაო, ეს არის ერთუჯრედიანი ტყუილი. მისი საპატრიარქოსათვის გადაცემა არის ამ მთავრობის სიმახინჯის კიდევ ერთი დადასტურება და კორუფციული ჩახლართული სქემის შემადგენელი ნაწილი. თავის დროზე კრწანისის ტყე-პარკის ( რომელიც ბობოყვათში გაიცვალა) საპატრიარქოსთვის გადაცემაც იყო შეცდომა და იგი საარჩევნოდ ეკლესიის გამოყენებას ემსახურებოდა. როგორ შემოუბრუნდა ეს ”ზრუნვა” წინა ხელისუფლებას, კარგად დავინახეთ. ახლა ცოტა სხვანაირადაა საქმე. ორ კურდღელს იჭერენ. პარტიისთვის მრევლის ხმებს, ცალკეული წევრებისათვის-ფულს”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია 49- წლიანი უზუფრუქტის უფლებით სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. სანაცვლოდ, სახელმწიფო „კრწანისის პარკის“ 100%–იან წილს, ასევე საწარმოს კაპიტალში რიცხული ქონებას იბრუნებს.

რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, ამ დრომდე საზოგადოებისთვის განმარტება არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია მთავრობამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ამ გაზაფხულზე, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების მკვეთრი შემცირების დასაბალანსებლად შეიტანა. ასევე საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იყო ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge