png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შემოვიდა

  • თავდაცვა
  • 02.11.2018
  • 14:13
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შემოვიდა

ბათუმის საზღვაო ნავმისადგომში NATO-ს  5 გემის დახვედრის ცერემონია გაიმართა. 

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაში შედის გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები.

NATO-ს სამხედრო ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში არსებული პროგრესი ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაღრმავებას. ნატოს საერთაშორისო სწავლებებში აქტიური ჩართულობა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც NATO-ს სამხედრო გემების დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე, NATO -ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური, კაპიტანი ფრანკ მაგინსკი და ხომალდების ეკიპაჟის მაღალი რანგის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე, რასაც NATO-ს მაღალი დონის სამხედრო ხომალდების საქართველოს ტერიტორიულ წლებში რეგულარული ვიზიტები ადასტურებს. სტუმრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ერთ სულ მოსახლეზე სამხედროთა რაოდენობით.

ნატოს ხომალდები ბათუმის  ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან. პარალელურად ბათუმში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია“ მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge