png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მსოფლიო ექსკლუზივი - საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ჯულიან ბარნსის ახალი რომანი გამოვა!

  • კულტურა
  • 08.12.2015
  • 11:13
 მსოფლიო ექსკლუზივი - საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ჯულიან ბარნსის ახალი რომანი გამოვა!

დღეიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ მკითხველებს შესთავაზებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მწერლის, ბრიტანელი ჯულიან ბარნსის ახალ რომანს „დროის ხმაური“, რომლის გამოცემა ბრიტანეთში დაგეგმილია 2016 წლის 28 იანვარს. რომანის ქართულენოვანი გამოცემა თვენახევრით ასწრებს ორიგინალის გამოსვლას, რაც თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა  საერთაშორისო მასშტაბით.

ეს ნიშნავს, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ბესტსელერი ავტორის ახალ წიგნს მსოფლიოში პირველად სწორედ ქართველი მკითხველი გაეცნობა.

ქართულ ენაზე „დროის ხმაურის“ გამომცემელია „დიოგენე“. რომანის ელექტრონული ვერსია უკვე განთავსდა ექსკლუზიურად saba.com.ge-ზე, ბეჭდური წიგნი კი რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი წიგნის მაღაზიებში.

ჯულიან ბარნსი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელი მწერალია. როგორც წესი, მისი ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა.

ბარნსი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომლის ფინალისტიც მწერალი სამგზის იყო, 2011 წელს კი „ბუკერის“ ლაურეატი გახდა,  რომანისთვის „დასასრულის განცდა“. „დასასრულის განცდა“, ისევე როგორც მისი ორი რომანი -„ფლობერის თუთიყუში“ და „ინგლისი, ინგლისი“, ნათარგმნია ქართულად. „დასასრულის განცდის“ მიხედვით მალე ფილმსაც გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს შარლოტ რემპლინგი შეასრულებს. 

ბარნსის ახალი წიგნი „დროის ხმაური“ ბიოგრაფიული რომანია. მისი მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება და მისი კვალი ხელოვანზე, რომელიც ცდილობს თავი გადაირჩინოს და შექმნას ღირებული მუსიკა. ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედებით მისწრაფებასაც, წიგნის გმირს მორალური კომპრომისებისკენ უბიძგებს... ესაა რომანის მთავარი თემა.

„დროის ხმაური“ ქართულ ენაზე „საბას“ პრემიის ლაურეატმა ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს. წიგნის რედაქტორი ირმა ტაველიძეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge