png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა

  • ბიზნესი
  • 17.10.2018
  • 13:19
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა

მთელი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის (EXCOM, პარიზი) წევრი და საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ქავთარაძე. 250-მდე საერთაშორისო აღიარების მქონე ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო დაფინანსების ახალი მიმართულებების განხილვა, იმ რეგულაციებზე დისკუსიის გამართვა, რაც გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო პროცესებზე. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გლობალური გამოწვევების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ელექტრონულ გადახდებზე, სავაჭრო დაფინანსების დიჯიტალიზაციაზე, ფინანსური დანაშაულის რისკსა და სამომავლო პოლიტიკაზე.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ICC საქართველოსთან ერთად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური შეხვედრას, ICC-ს წევრებსა და ეროვნულ კომიტეტებს, მის მონაწილეებს. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიება წელს პირველად იმართება რეგიონში, კონკრეტულად კი თბილისში. კომისიის სხდომა გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, ღია ფორუმის რეჟიმში თავი მოვუყაროთ რეგიონულ ექსპერტებს, რათა ერთობლივად განვიხილოთ ვაჭრობის ფინანსირების დარგში არსებული და მოსალოდნელი ძირითადი სიახლეები, წესები, კანონები, რეგულაციები და გავრცელებული პრაქტიკა. გაზიარებული სიახლეები და ცოდნა, თავისთავად ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებზე, კომისიის წევრ ქვეყნებს შორის მზარდი ვაჭრობის დინამიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომას 65 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბანკირები, ბიზნესმენები, ფინანსისტები, იურისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge