png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ელიტ ელექტრონიქსში nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 11.10.2018
  • 11:25
ელიტ ელექტრონიქსში nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა

ელიტ ელექტრონიქსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია  იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. კომპანიამ ფაქტობრივად ტრანსფორმაცია განიცადა. შევცვალეთ მაღაზიების კონცეფცია, რათა უფრო მეტად კომფორტული გამხდარიყო ჩვენი მომხმარებლისთვის შესყიდვების პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებას და სამზარეულოს ბიზნესში შევედით, რომ მომხმარებელ შევუქმნათ კომფორტი ერთ სივრცეში შეიძინოს სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა, ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა“ – განაცხადა პრეზენტაციაზე ელიტ ელექტრონიქსის გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ.

 „ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა როგორც დიზაინით, ასევე წარმოების მაღალი ხარისხით. გერმანიაში ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მზადდება მხოლოდ ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ხარისხის, წარმოების და დიზაინის სფეროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს  ხარისხის მართვის სერტიფიკატები. ჩვენი პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ გვჯერა რომ ასეთივე წარმატებული და პოპულარული გახდება ნობილია საქართველოშიც და ჩვენ ამაში ელიტ ელექტრონიქსი დაგვეხმარება. როდესაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა გადავწყვიტეთ, ვეძებდით კომპანიას რომელიც ჩვენი სტანდარტების და პრინციპების შესაბამისი იქნებოდა და ასეთი სწორედ ელიტ ელექტრონიქსია. როგორც nobilia-ს, ასევე ელიტ ელექტრონიქსის მთავარ მიზანი მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომხმარებლის კმაყოფილება გახლავთ“ – აღნიშნა მაიკლ ბეარიმ ნობილიას რეგიონალურმა წარმომადგენელმა საქართველოში

nobilia გახლავთ გერმანული კომპანია რომელიც 70 წელზე მეტია რაც აწარმოებს უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს და ევროპაში აღიარებულია ლიდერ ბრენდად. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით.

ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმშ, შეგიძლიათ შეარჩიოთ სამზარეულოს ავეჯი სრული კომპლექტაციით, ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში და რაც მთავარია ყველა დიზაინი შეიქმნება ექსკლუზიურად და არ განმეორდება . აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge