png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მშობლებლებმა მოსწავლეს საერთო ფულით ნაყიდი ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო - მეგი კავთუაშვილი

  • საზოგადოება
  • 21.09.2018
  • 15:15
მშობლებლებმა  მოსწავლეს  საერთო ფულით ნაყიდი ტორტი არ უწილადეს, დედაშენს  ფული არ დაუდიაო - მეგი კავთუაშვილი

ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევებზე წერს.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მშობელს ახლდა, სადაც მშობელი მასწავლებელსა და სკოლას მოსწავლეების კუთხეში დაყენებასთან დაკავშირებით ედავებოდა. მისივე თქმით, მშობელი ასევე დაობდა, რომ სასჯელის გამძაფრების მიზნით ბავშვები ნუ გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ ნუ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში .

კავთუაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს - ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ, დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო.

კავთუაშვილს ეჭვი აქვს, რომ მშობლები მასწავლებლის მართული იყვნენ.

მისივე ინფორმაციით, დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ ეპიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა.

მეგი კავთუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ ერთ-ერთ სკოლაში ვახლდი მშობელს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარმომადგენლად. გეტყვით რას ედავება ეს მშობელი მასწავლებელს და სკოლას. ნუ სჯიან მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით, სასჯელის გამძაფრების მიზნით ნუ გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ ნუ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში და ა.შ. კიდე ერთი საინტერესო ეპიზოდი ის არის, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ. დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო. ბავშვმა ტორტი არ ჭამა, სახლში ატირებული მივიდა და დედას უსაყვედურა, ფული რატომ არ დადეო.. მოკლედ ამ ამბავს კიდევ ბევრი კუდი აქვს.

მე იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ ეპიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა. მეტიც, ეს მასწავლებელი დანარჩენი მშობლებით გარშემორტყმული მოდიოდა სხდომებზე. ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ, პროკურატურით გვემუქრებოდნენ. შენ რას მიაღწევევ, შე ინტრიგანო, ჩვენ მეტნი ვართო - ამ გოგოს ჩვენს თვალწინ ლანძღავდნენ.

დისციპლინურმა გაამართლა მასწავლებელი. საყვედურიც არ გამოუცხადებია, არადა ცალსახად იკვეთებოდა, რომ მასწავლებლის მართული იყვნენ მშობლები და ეს გოგო თავისი შვილიანად მოძულებული და გარიყული ჰყავდათ, რაც მასწავლებლის მხრიდან ეთიკის კოდექსის ცალსახა დარღვევაა. მშობლებმა პედაგოგის თანდასწრებით განცხადებაც კი დაწერეს და თავიანთი 15 ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა მოითხოვეს, ოღონდ ამ გოგოს შვილი აღარ ყოფილიყო მათ კლასში.

ამ საქმეს ახლა სამეურვეო საბჭო განიხილავს, როგორც სკოლის უზენაესი ორგანო. როგორ განიხილავს, რა პროცედურებით, ამაზე ცალკე დავწერ. შემდეგი ეტაპი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იქნება.

მოკლედ ასეთი ამბები ხდება ..

იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო.

ცხვრის ფარად ვიდრე გვაქცევდეს ვინმე!", - წერს კავთუაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge