png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფაროსანასთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა შედეგები იმედისმომცემი - ამერიკელი მეცნიერი

  • საზოგადოება
  • 21.09.2018
  • 13:10
ფაროსანასთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა შედეგები იმედისმომცემი - ამერიკელი მეცნიერი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. 

ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა თხილის ნარგავები და სიმინდის მასივები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, შეხვდა ფერმერებს, მოინახულა “მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მოისმინა ინფორმაცია, რამდენად არის ჩართული მოსახლეობა მექანიკური ღონისძიებების განხორციელებაში. 

გრეგ კრავჩუკი ასევე იმყოფებოდა ანასეულში არსებულ კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მავნებლის ბიოლოგიასა და მასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით. 

ამერიკელი მეცნიერის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია. 

„ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და მზა რეკომენდაციები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო როგორც ფერმერთა დახმარების, ასევე მათი ინფორმირების თვალსაზრისით. შედეგები იმედისმომცემია. ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს იმ მეთოდების გამოყენება, რომლებსაც ამერიკელი ფერმერები ჩვენი რეკომენდაციებით იყენებენ. თუ გვინდა მივიღოთ ხელშესახები შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა. 

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი საქართველოში წელს მესამედ იმყოფება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge