png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილე, რომელიც თავის დაწვით იმუქრებიოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

  • საზოგადოება
  • 20.09.2018
  • 14:03
ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილე, რომელიც თავის დაწვით იმუქრებიოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან თავის დაწვით იმუქრებოდა, მაშველებმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ახლა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ხვდება.

მამაკაცი შენობის სახურავზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან თვითდაზიანებები მიიყენა და ბენზინი გადაისხა. ის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.

გუშინდელი თათბირის შემდეგ, აქციაზე ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე გადავადდეს. ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მძღოლებმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს.

თუმცა, ამის შემდეგ, აქციაზე მოხდა მცირე დაპირისპირება, რის შემდეგაც, ფინანსთა მინისტრისადმი ულტიმატუმი შეიცვალა. აქციის მონაწილეთა თქმით, ფინანსთა მინისტრთან მოლაპარაკებისთვის ათდღიან ვადას მოითხოვენ.

დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა შედგა, სადაც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge