png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გუგული მაღრაძე სპექტაკლის დროს მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევის წინააღმდეგია

  • საზოგადოება
  • 18.09.2018
  • 15:45
გუგული მაღრაძე სპექტაკლის დროს მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევის წინააღმდეგია

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე სპექტაკლის დროს მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევას ეწინააღდეგება. როგორც მან  განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე თამბაქოს შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, მხატვრული ჩანაფიქრისთვის ჩემი აზრით, ჩვენება იმისა, რომ უჭირავს სიგარეტი, უკვე საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის.

„თეატრის დროს ვერ დავეთანხმები, რადგან მხატვრული ჩანაფიქრისთვის ჩემი აზრით, ჩვენება იმისა, რომ უჭირავს სიგარეტი, უკვე საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის... რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს სხვას ზიანი“, - განაცხადა მაღრაძემ.

 "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში პირველი ცვლილებების შეტანა იგეგმება. რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე, გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა.  მისივე თქმით, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადებაა, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს.

 საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 2018 წლის 1-ლი მაისიდან მოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი 2017 წელს დაამტკიცა. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.

კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge