png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება ყველაზე დიდი გამოწვევაა

  • პოლიტიკა
  • 04.12.2015
  • 11:03
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება ყველაზე დიდი გამოწვევაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზების ძიებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ენერგორესურსებზე მზარდმა დამოკიდებულებამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

,,დიდი პატივია, რომ საქართველო მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ევროპის ენერგეტიკული ქარტიის, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. ქარტია ხელს უწყობს სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სრულყოფას და თავის საქმიანობით მინიმუმამდე ამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითიდღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა და ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სწორედ ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებაზეც გაამახვილა.

,,ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს, რომ სტაბილური, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნა არის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge