საქართველოში, ბოლო 6 თვეში 5 075 წყვილი განქორწინდა
- საზოგადოება
- 14.09.2018
- 14:11
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 შემთხვევა.
მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში განქორწინების 5 075 შემთხვევა დაფიქსრიდა.
დედაქალაქში ქორწინების 2 930 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო განქორწინების - 1912.
რაც შეეხება რეგიონებს, ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში დაფიქსირდა (1 574), ხოლო განქორწინების მაღალი მაჩვენებელიც ასევე იმერეთში დაფიქსირდა (817).
დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200