png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვანო მერაბიშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - სპეციალური პენიტენციური სამსახური

  • საზოგადოება
  • 13.09.2018
  • 15:51
ვანო მერაბიშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება  - სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვანო მერაბიშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დანიშნული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. ა.წ. 12 სექტემბერს, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის გადაწყვეტილებით, მიმდინარე მკურნალობის შედეგების შეფასების მიზნით, ივანე მერაბიშვილი N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც თავად მსჯავრდებულთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ივანე მერაბიშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 12 სექტემბერს 19.00 საათზე მიიყვანეს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც 20:55 საათზე მსჯავრდებული კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა. 

დღეს, 13 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები მიიღო. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ადვოკატის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილისგან მოიპოვა ოფიციალური თანხმობა, რათა მისი პირადი სამედიცინო ინფორმაცია მის ადვოკატს გადასცემოდა. ივანე მერაბიშვილის ადვოკატს მსჯავრდებულისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დიაგნოზი ფოსტით უკვე გაეგზავნა და განემარტა, რომ იგივე დოკუმენტაცია შეუძლია გაიტანოს ხელზეც. 

რაც შეეხება დიაგნოზს, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი მსჯავრდებულის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge