png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კერძო პირებს ჩაკეტილი აქვთ საპარკინგე ადგილები და იყენებენ სათავისოდ, რაც კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 13.09.2018
  • 13:44
კერძო პირებს ჩაკეტილი აქვთ საპარკინგე ადგილები და იყენებენ სათავისოდ, რაც კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე

თბილისში 2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებულია და გადავუგზავნით პარლამენტს. კახა კალაძემ პარლამენტს კანონპროექტის მხარდაჭერა სთხოვა.

„ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ნაწილი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ წარმოვადგინეთ და ვაჩვენეთ საზოგადოებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან კერძო პირების მიერ მუნიციპალური პარკირების ადგილების დაკავების პრობლემაზეც ისაუბრა.

„ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს, კომერციული ფართის მფლობელები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ე.წ. სტაიანშიკები, მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი საპარკინგე ადგილები, რომლებიც მუნიციპალური საპარკინგე ადგილებია, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინც მართლა იხდის პარკინგის საფასურს. ამ კერძო პირებს ჩაკეტილი აქვთ მიზანმიმართულად საპარკინგე ადგილები და იყენებენ სათავისოდ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რაც შეიძლება მალე მოაწესრიგოს ეს საკითხი.

„ადამიანებს, ვინც მართლა პატიოსნად იღებენ პარკირების წლიურ აბონიმენტს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. სპეციალურად ჩახერგილი და ჩაკეტილი აქვთ ეს ადგილები, რომ თავიანთი ავტომობილები დააყენონ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამიტომ მყისიერი რეაგირება მოხდეს ამაზე და თუ მოსაშლელია მოშალეთ ეს სპეციალურად დამონტაჟებული კონსტრუქციები, ხან ბოძგიტებს აყენებენ, ხან ჯაჭვებით აქვთ ჩაკეტილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. კანონით, ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, რომ თუ მოქალაქეები  ე.წ. სტაიანშიკებს ფულს არ გადაუხდიან,  მათ არ აძლევენ პარკირების შესაძლებლობას.

„ესეც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქნეს მოწესრიგებული. არავის აქვს უფლება მუნიციპალურ საპარკინგეადგილებზე, რომელზეც ადამიანები საფასურს იხდიან, ვინმემ, კონკრეტულმა პიროვნებამ შეუზღუდოს ავტომობილის გაჩერება. ამიტომ დროული რეაგირება მოახდინეთ ამ საკითხზე“, – დაავალა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge