png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა და საპროტესტო აქციას დაუბრუნდა

  • საზოგადოება
  • 12.09.2018
  • 12:37
ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა და საპროტესტო აქციას დაუბრუნდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა და პარლამენტთან საპროტესტო აქციას აგრძელებს. ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე წლებია დიაბეტი აქვს, თუმცა, ექიმების რჩევის მიუხედავად აგრძელებს 10 სექტემბერს დაწყებულ შიმშილობას. კლინიკიდან პარლამენტთან დაბრუნებულმა ზაზა სარალიძემ სამართალდამცავებს ბოდიში მოუხადა. "გუშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი და პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ამას ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან დიდი სამეგობრო მყავს არამარტო საპატრულო პოლიციაში, არამედ სპეცნაზში და ყველა სტრუქტურაში თითქმის, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ. აქედან გამომდინარე, რა შეურაცხყოფაც მივაყენე მათ, ამის გამო ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში 11 სექტემბერს ღამით გადაიყვანეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან. შეუძლოდ გახდომამდე სარალიძესა და პოლიციელებს შორის ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება. ექიმების ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს აღენიშნებოდა სისხლში გლუკოზის მომატება და ჰიპოვოლემიური მდგომარეობა. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპროტესტო აქციები 10 სექტემბერს განაახლეს სამართლიანობის და მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით. იმავე საღამოს ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო და მოითხოვა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge