png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსთავში ხუთასამდე გერმანელი ტყვის ნეშტი იპოვეს

  • საზოგადოება
  • 12.09.2018
  • 12:27
რუსთავში ხუთასამდე გერმანელი ტყვის ნეშტი იპოვეს

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 500-მდე გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 2017 წლის ნოემბერში დაწყებული გათხრების შემდეგ. ინფორმაცია „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს

ტყვეთა საფლავების მოძიება 1 აგვისტოს შეწყდა, 6 სექტემბერს კი ისევ განახლდა. სამუშაოები, რომელშიც რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობენ, "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით ტარდება.

გერმანიიდან დაბრუნებულმა ექსპერტმა სლუტც მიულერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საფლავების მოძიება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„არცერთ ნეშტს, რომელიც აღმოვაჩინეთ, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, სავარაუდოდ ტყვეები ავადმყოფობამ ან შიმშილმა იმსხვერპლა“, - თქვა სლუტც მიულერმა.

გათხრები ტარდება ყოფილი სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოს შენობები კიდევ შემორჩა. სლუტც მიულერი საძიებო სამუშაოებს მოლდავეთის რესპუბლიკაშიც ხელმძღვანელობს. სადაც, მისი ინფორმაციით, დღეისათვის 6 500 გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს. მისი თქმით, რუსთავის ტერიტორიაზე ტყვეთა რამდენიმე ბანაკი არსებობდა.

„ტერიტორიზე, სადაც ახლა გათხრები განვაახლეთ, სავარაუდოდ, ტყვეთა დიდი სასაფლაო იყო“, - თქვა გერმანელმა ექსპერტმა.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შემორჩენილი ცნობების მიხედვით, რუსთავის გარშემო არსებულ ბანაკებში დაახლოებით 4 000 გერმანელი ჰყავდათ ჩაყვანილი რუსთავის და მისი ქარხნების მშენებლობისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge