png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა -Clearstream Banking S.A.- (ICSD) საკუთარ სისტემაში დაუშვა

  • საზოგადოება
  • 10.09.2018
  • 14:18
ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა -Clearstream Banking S.A.- (ICSD) საკუთარ სისტემაში დაუშვა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის დახმარებით ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები (M2 Real Estate – ISIN: GE2700603436; Georgian Leasing Company – ISIN: GE2700603535; Nikora – ISIN: GE2700603493; Silknet -  ISIN: GE2700603527; Georgian Lasing Company- (ISIN: GE2700603659) და MFO Crystal   - (ISIN: GE2700603592)  ერთერთ მსხვილ დეპოზიტარში Clearstream Banking S.A.-ის (ICSD) სისტემაში დაიშვა, რის შედეგადაც ეს ფასიანი ქაღალდები ხელმისაწვდომი გახდა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის.

Clearstream Banking S.A.-ში (ICSD) სისტემა საერთაშორისო ინვესტორებსა და კლიენტებს  აძლევს შესაძლებლობას,  მოახდინონ ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. თუკი მანამდე ქართული კორპორატიული  სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ინვესტორს, ან დაინტერესებულ პირს უწევდა ანგარიშის გახსნა ლოკალურად ადგილობრივ საბროკერო ან მსგავს საინვესტიციო კომპანიაში, ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და შეინახონ პიდაპირ საერთაშორისო დეპოზიტარში ლოკალურ ბაზარზე ანგარიშის გახსნის გარეშე. ეს სიახლე ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად განახორციელონ ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე.

„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა-Clearstream Banking S.A.- (ICSD) ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები საკუთარ სისტემაში დაუშვა. ეს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული კორპორატიული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით,  მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, დაუზოგავს დროს და მათთვის ანგარიშსწორების პროცედურებს  უფრო ეფექტურს გახდის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკანველიძემ.

ინფორმაციისთვის: Clearstream Banking S.A (ICSD) გახლავთ ერთერთი დიდი დეპოზიტარი მსოფლიოში ისეთ მსხვილ და განვითარებულ  57 ბაზარზე როგორიცაა ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სინგაპური, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა. 

2015 წლიდან  Clearstream Banking S.A.-მა (ICSD) ლარი საკუთარ სისტემაში საანგარიშსწორებო ვალუტად დაუშვა. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების და IFI ბონდების შეძენა/შენახვა გახდა ამ დეპოზიტარში შესაძლებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge